ფასკუნჯი


ფასკუნჯი (ქართულ დიალექტებში: ფაშკუნჯი, ფასკუნძი, ფაშგუნდი) ქართული ზღაპრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია. მას გმირი ქვესკნელიდან დედამიწაზე აჰყავს.

ფასკუნჯი არის ქართული სახელწოდება მტაცებელი ფრინველისა Neophron percnopterus persnopterus, რომელიც საქართველოში გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. მას აქვს წვრილი, გრძელი ნისკარტი და სოლისებური კუდი. ზრდასრულს შიშველი, მოყვითალო სახე და ნისკარტი აქვს, ხოლო სხეული თითქმის მთლიანად თეთრია. მისი ძირითადი ადგილსამყოფელო კლდოვანი ადგილები და ხრამებია. ფართოდ არის გავრცელებული სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ და სამხრეთ აზიაში.

Comments