"როსაც ქალუნდაურს გამარჯვების დღე მაუიდოდ მტერზე, მაშინ ქალუნდაურის ხმალი - ნაწილიან ყოფილას და - ქარქაშჩიგით თურმე ამაიწევდ. ამით გააგებიებდ პატრონს გამარჯვების დღეს. ხმალ როსაც ამაიწევდ, ამ დროს ქალუნდაური სადა გინდა საქმეზე ნამყოფ, გაიგებდ ხმლის ამაწევას, სხვანაირად გახდებოდ..."
დანიაში, ელსინორაში, ჰამლეტის ქალაქში, არის ციხე-სიმაგრე კრონბურგი. თქმულების მიხედვით, მის სარდაფში დანიის სახალხო გმირს, ჰოლგერ დანსკეს სძინავს, მაგრამ სძინავს მანამდე, სანამ დანიას საფრთხე არ ემუქრება. საკმარისია მტერმა დანიის საზღვარი გადალახოს, რომ ჰოლგერი გაიღვიძებს და თანამემამულეებს ბრძოლაში მიეშველება.
ფოტოებზე:
1. ჰოლგერ დანიელის ქანდაკება კრონბურგის ციხე-სიმაგრეში (მოქანდაკე: ჰ. პ. პედერსენი)
2. არხოტი
3. ელსინორა, ციხე-სიმაგრე კრონბურგი (დანია)
Comments
Post a Comment