ძველეგვიპტური ზღაპარი ორი ძმის შესახებ ზღაპრის უძველესი, სრულად შემორჩენილი ჩანაწერია მსოფლიოში. ძვ. წ. მე-13 საუკუნის (მე-19 დინასტიის პერიოდი) იერატიკული ხელნაწერი 1852 წელს აღმოაჩინეს. ცნობილია Papyrus d'Orbiney-ის სახელწოდებით.
ორი ძმა
(მოკლე ადაპტირებული ტექსტი)
(მოკლე ადაპტირებული ტექსტი)
იყო ორი ძმა – ანუპუ და ბატა. უფროსი ანუპუ ცოლიანი იყო და უმცროსი ძმა ბატა შვილივით ჰყავდა. ბატა დღისით საქონელს აძოვებდა, საღამოს კი ძმასა და რძალს ვახშამს უმზადებდა. ერთხელ ძმები ყანაში მუშაობდნენ.
ანუპუმ ბატა შინ გაგზავნა თესლის მოსატანად. რძალს თვალში მოუვიდა ახალგაზრდა, ლამაზი მაზლი და თავისთან დარჩენა სთხოვა. ბატამ უარი უთხრა, ტვირთი აიღო და ყანაში დაბრუნდა. ღამით ანუპუს ცოლმა ამბავი დაახვედრა, შენმა ძმამ შეურაცხყოფა მომაყენაო. ანუპუმ დანა აიღო და ბოსლის კარის უკან ჩაუსაფრდა ძმას. ბატამ საქონელი მორეკა. ის იყო ბოსელში უნდა შეჰყოლოდა ჯოგს, რომ ორი ძროხა უკან გამოვიდა და გააფრთხილა, ძმა მოკვლას გიპირებსო. ბატამ ტომარა დააგდო და გაიქცა. ანუპუ დაედევნა.
ბატამ შველა შესთხოვა სიმართლის ღმერთ რა-ხორახტის. რა-ხორახტის ბრძანებით ძმებს შორის ნიანგებით სავსე მდინარე გაჩნდა. ბატა მდინარეზე გადავიდა და ძმას გამოსძახა: „შენ არც მომისმინე, ისე გამომეკიდე მოსაკლავად. ამის მერე შენთან ვეღარ ვიცხოვრებ, კედრის ველზე წავალ“. მერე უამბო, რაც მოხდა სინამდვილეში, ასო მოიკვეთა და წყალში ჩააგდო. ანუპუმ მწარედ ინანა, მაგრამ გვიანღა იყო. ბატამ უთხრა: „წადი, თვითონ მწყემსე ჯოგი. ჩემი თხოვნა მხოლოდ ეს არის, რომ განსაცდელის დროს დამეხმარო. გულს ამოვიჭრი და კედრის ყვავილის კენწეროში შევინახავ. თუ კედარს მოჭრიან და გული გადმოვარდება, მოდი ჩემი გულის საპოვნელად. არ შედრკე, შვიდი წელიც რომ გავიდეს ძებნაში. გულს რომ იპოვი, წყლიან თასში ჩადე. მე გავცოცხლდები და შურს ვიძიებ. ჩემს განსაცდელს მაშინ გაიგებ, როცა ჯამიდან ლუდი გადმოგეღვრება“.
ანუპუ შინ დაბრუნდა, ცოლი მოკლა და ძმის გლოვა დაიწყო. ბატა კი კედრის ველზე დარჩა, ამოიჭრა გული და კედრის ხის კენწეროში დადო. თავს ნადირობით ირჩენდა, აიშენა სასახლე და ცოლის შერთვა მოისურვა. რა-ხორახტიმ ღმერთ ხნუმს სთხოვა, ბატასთვის ქალი შეექმნა. ღმერთმა ხნუმმა შექმნა ქალი. ბატა დაქორწინდა.
ერთხელ ბატას ცოლი ზღვის ნაპირზე სეირნობდა. ზღვას ქალი მოეწონა და დასაჭერად სწვდა, მაგრამ ქალი სასახლეში გაიქცა. ზღვამ სთხოვა კედარს, რომ ქალის მოპოვებაში დახმარებოდა. კედრის ხემ ქალის რამდენიმე ღერი თმა ზღვაზე გაიტაცა. ზღვამ თმა ეგვიპტეში გარიყა. ოქროს თმა ფარაონს მიუტანეს. ფარაონმა თმის პატრონის ცოლად შერთვა მოინდომა და მის მოსატაცებლად ჯარი გაგზავნა. ბატამ ფარაონის გაგზავნილი ხალხი დახოცა. მაშინ ფარაონმა გრძნეულ ქალს მიმართა, რომელმაც მოტყუებით წამოიყვანა ბატას ცოლი.

ბატას ცოლმა ფარაონს ქმრის საიდუმლო გაუმხილა: თუ კედარს მოჭრიდნენ, ბატა მოკვდებოდა. ფარაონმა მაშინვე მოაჭრევინა კედრის ხე, რომლის კენწეროშიც ბატას გული იდო. ბატა მაშინვე მოკვდა. იმ დროს ანუპუ ხელ-პირს იბანდა. როცა ლუდით სავსე ჯამი მიაწოდეს, ლუდი გადმოიღვარა. ანუპუ ძმის საშველად გაეშურა. ბატა უსულოდ ეგდო. ანუპუმ მისი გულის ძებნა დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ იპოვა მუხუდოს მარვლისოდენად დაპატარავებული. ანუპუმ მარცვალი წყლიან ჯამში ჩადო, გული წყლით გაიჟღინთა და ბატა გაცოცხლდა. ბატამ ძმას უთხრა: „მე ხარად გადავიქცევი. შენ ზურგზე შემაჯექი და მზის ამოსვლამდე მივალთ იქ, სადაც ჩემი ცოლია. შური უნდა ვიძიო“.
ბატა იქცა ლამაზ ხარად. ანუპუმ ხარი ფარაონს მიუყვანა. ფარაონმა დიდი მსხვერპლშეწირვა მოაწყო სასახლეში ხარის საპატივსაცემოდ. ხარი სასახლეში დარჩა. ერთხელ ხარი ფარაონის ცოლთან მივიდა და უთხრა: „შემომხედე, ცოცხალი ვარ, შენი ქმარი ბატა“. ქალს შეეშინდა და ფარაონს სთხოვა, ხარი დაეკლათ და მისი გულ-ღვიძლი მიერთმიათ. ხარი მართლაც დაკლეს. მისი სისხლის წვეთები ჭიშკართან დაეცა და ორივე მხარეს ლამაზი ხეები ამოვიდა. ფარაონის ცოლი ამ ხეების ჩრდილში ისვენებდა ხოლმე. ერთხელაც ხემ უთხრა: „მე ბატა ვარ და ცოცხალი ვარ“. ფარაონის ცოლმა ამ ხეების მოჭრა უბრძანა მსახურებს. ხე მოჭრეს, მაგრამ ერთი ბურბუშელა ქალს პირში შეუფრინდა. ქალმა გადაყლაპა თუ არა, დაორსულდა. გავიდა ხანი და შობა ვაჟი – ფარაონის მემკვიდრე.
როცა ფარაონი გარდაიცვალა, ტახტზე ბატა ავიდა. მან მოიწვია დიდებულები და ყველას უამბო თავისი თავგადასავალი. მერე მოიყვანა თავისი ძმა ანუპუ და გამოაცხადა თავის მემკვიდრედ. ბატამ ოცდაათ წელს იმეფა, მის მერე ქვეყანას ანუპუ მართავდა.

სრული ტექსტის ინგლისური თარგმანი იხ.ვებგვერდზე:
http://www.reshafim.org.il/ad/egypt/texts/anpu_and_bata.htm
რუსული თარგმანი იხ. წიგნში:
Поэзия и проза Древнего Востока. Москва: «Художественная литература» 1973.
Comments
Post a Comment