ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების პირველი თარგმანები
დანიურიდან ევროპულ ენებზე მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან გამოჩნდა, ძალიან მალე,
რაც მან თავისი პირველი საბავშვო ზღაპრების კრებული „Eventyr, fortalt
for Børn. Første Samling” გამოაქვეყნა კოპენჰაგენში 1835 წელს.
ანდერსენის ზღაპრებს მის თანამედროვე ლიტერატურულ ზღაპრებს
თუ შევადარებთ დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებული მსგავსება ჩანს გერმანულ რომანტიზმთან. მისი
დროის ბევრი სხვა მწერლის მსგავსად ანდერსენის თვითგამოხატვის მთავარ იარაღად სწორედ ზღაპარი იქცა და მისი შემოქმედებითი მრავალფეროვნების
- პოეტური, პროზაული და დრამატურგიული ნაწარმოებების მიუხედავად, სწორედ ზღაპრებით
გაითქვა სახელი მსოფლიოში.
რუდოლფ კოივუს ილუსტრაცია "თოვლის დედოფალი".
Comments
Post a Comment