ტყის არსებანი და მფარველი სულები ჩრდილოეთ ევროპის ფოლკლორში: ჰულდრები

ჰულდრა სკანდინავიური ფოლკლორის ზებუნებრივი არსებაა. სახელი წარმოდგება ძირიდან huld (მეგობრული, მადლიერი), რომელიც თითქმის ყველა გერმანიკულ ენაში გვხვდება: საშუალო გერმ. hulde, ძველი ზემოგერმ. huldī, დანიური და შვედური huld ან hyld (რომელიც გარდა მეგობრულისა, ნიშნავს საიდუმლოს, დაფარულს), ისლანდ. hollur (ერთგული, შემწყნარებელი), ინგლისური hold, holde, ძველი ინგლ. hold (მეგობრული, სათნო, ერთგული, შემწყნარებელი).


 

ჰულდრა უმეტესად მშვენიერი ქერათმიანი ტყის ფერიის სახით ჩნდება და თავგზას უბნევს კაცებს. სკანდინავიის ქვეყნებში წარმოდგენილია კუდიან არსებად, ან ძროხის კუდი აქვს, მელიის - სხვადასხვა მხარეში სხვადასხვაგვარად. ჰულდრები არიან მამრობითი სქესისაც. ქალი ჰულდრა თუ სილამაზით ატყვევებს ადამიანს, კაც ჰულდრებს საზარელი შესახედაობა აქვთ. ჰულდრები მფარველობენ მენახშირეებს. ისინი დარაჯობენ ღუმელებს და აღვიძებენ მძინარე მუშებს, თუ ხანძრის საშიშროებაა. 


 

თუ კაცი რამე ნივთს გადააგდებს და ჰულდრას დაეცემა თავზე, ვალდებულია, დაქორწინდეს. 


 

ჰულდრებს თუ კარგად მოექცევიან, დალოცვას არ იშურებენ ოჯახის კეთილდღეობისთვის, თუ ცუდად - გაბრაზდება და ავსულად გარდაიქმნება. 

 


ილუსტრაციების წყაროები:

Scandinavian Goddesses

 https://lampmagician.com/2021/10/02/huldra-skogsra-the-scandinavian-goddesses/ 


Theodor Kittelsen

https://www.nasjonalmuseet.no/samlingen/objekt/NG.K_H.B.06921


Comments